თურქეთში, ახალი გადამზიდი არხის, “სტამბოლის” მშენებლობა დაიწყეს, რომელიც ბოსფორის გვერდის ავლით დააკავშირებს შავ და მარმარილოს ზღვებს,- ამის შესახებ იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ექსპერტების ამჟამინდელი შეფასებით, 2050 წელს ბოსფორში 78 ათას ხომალდს უნდა გაევლო, მისი უსაფრთხო ტევადობა კი მხოლოდ 25 ათასი ხომალდია.

ერდოღანის თქმით, სტამბოლის ახალი არხის მარშრუტი ყველაზე ოპტიმალურია ყველა იმ ვარიანტს შორის, რომელიც შემოთავაზებულია.

ახალი არხის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება, მისი ფსკერის მინიმალური სიგანე 275 მეტრს მიაღწევს, ხოლო სიღრმე – 21 მეტრს. მათ არხის დასრულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში სურთ. სამუშაოს ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. არხის გასწვრივ კი, 6 ხიდი აშენდება.

სტამბოლის არხმა უნდა დაფაროს ბოსფორის მთლიანი გადაზიდვების დაახლოებით 99%. ნავიგაცია “სტამბოლში” 13-ჯერ უსაფრთხო უნდა იყოს, ვიდრე ბოსფორის გავლით. ამავდროულად, ახალი არხის ნაპირებთან აშენდება რამდენიმე ქალაქი, რომელთა საერთო მოსახლეობა 500 ათასი ადამიანი იქნება, რაც თავის მხრივ შეამცირებს დატვირთვას ქალაქ სტამბოლში.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე