როდესაც უკრაინის რადას სტრატეგიულ პარტნიორობაზე უთითებთ, იქნებ გაიხსენოთ, რომ:
2016 წლოს 13 ოქტომბერს საქართველოს დელეგაციამ ( ქართული ოცნების წევრებმა)ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეთ!
იქ იყავით და არ მიიღეთ!
ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობის იყო, მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც აგრესია, ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო – რუსეთი!
ამ რეზოლუციების მხარდაჭერას ,, ქართული ოცნება” დაემალა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ არ წავიდნენ!!!
თურმე ეს ქმედება არ აყენებს ჩრდილს ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას…..! და თურმე სააკაშვილის დანიშვნა დაარტყავს სტრატეგიულ ურთიერთობებს…..
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.