დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, დასავლეთი ვერასოდეს იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამის შესახებ მან პრაღაში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, იტყობინება TASS.

 

 

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ დიდ თავისუფლებისთვის ბრძოლაში “, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

 

 

მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დასავლეთის ქვეყნების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

 

ლიზ ტრუსის თქმით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გამარჯვება დასავლეთისთვის იქნება მათი უსაფრთხოების გამო შეშფოთების მიზეზი. “თუ ის (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი – რედ.) წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ჩვენ თავს დაცულად ვერასდროს ვიგრძნობთ”, – ხაზგასმით აღნიშნა ტრუსმა. უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შესაძლო შედეგებზე მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმაც ისაუბრა.

 

 

 

თამო თავხელიძე