„მინიმუმ იმას მაინც ველოდები, რომ ეს ადამიანი (დანიელსონი) დარწმუნდა, ის 64 საათი როგორც გაატარა, ისე აღარ უნდა გაატაროს. პირველი ნაწილი იყო მორიგების მცდელობის ნაწილი, 64 საათი კაცმა ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი, როდესაც ამან ვერ გაჭრა შენ უნდა გქონდეს გადაწყვეტილების, განაჩენის გამოტანის უფლება და მე მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ამის უფლება მისცენ თავს იმიტომ, რომ ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ეთანხმება ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს და მოვუწოდოთ, რომ მოდით და დაგვალაგეთ იმიტომ, რომ თუ ახლა ევროპელებმა არ დაგვალაგეს მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად ან ასეთი გიჟობები მოხდეს. ამიტომ კარგი იქნება თუ მეტ ძალისხმევას შეიტანენ ჩვენი მეგობრები ამ პროცესში. ვთხოვთ კიდეც ამას, როცა საშუალება მოგვეცემა,

“საინტერესო პროცესები გველის წინ, ჩვენ მარტივად ხელს არ ჩავიქნევთ ამ პროცესში. მე ვიცი, რომ ზოგადად ყველა პარტიასთან სხვადასხვა დოზის კომუნიკაცია სულ არსებობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც არსებობს. თქვენ იცით მე და მდინარაძეს რამდენი საათი გვაქვს გატარებული, მაგრამ ჯერჯერობით ესეც უშედეგოდ. მაგრამ ბატონ დანიელსონს ვერ შევედრებით 64 საათი ნამეტანია. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, ჩვენ მივიდეთ რაღაც ტიპის შეთანხმებამდე და კიდევ ავიტანთ 64 საათს, ყველა მზადაა ამისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ , გადაცემა “360 გრადუსის” ეთერში