პუტინი აჭიანურებს უკრაინის ომს იმის გამო რომ გამოიყენოს ისეთი ეკონომიკური იარაღი, როგორიცაა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა, რათა გააუქმოს დასავლეთის მხარდაჭერა კიევისადმი.
 
 
ასე ამბობენ რუსული ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები, წერს The Washington Post.

 

 

ერთ-ერთი რუსი მილიარდერის თქმით, პუტინი თვლის, რომ დასავლეთი დაიღლება რუსეთთან ბრძოლაში. ის თავდაპირველად არ ელოდა დასავლეთისგან ძლიერ და ერთიან რეაქციას, „მაგრამ ახლა ცდილობს სიტუაციის შეცვლას და თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვებს“. დასავლელი ლიდერები დაუცველები არიან არჩევნების მიმართ და პუტინს „სჯერა, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიძლება შეიცვალოს ღამით“. რუსეთის ლიდერს სჯერა, რომ დრო მის მხარეზეა, ამბობს მილიარდერი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დონბასში რუსი სამხედროების წარმატებების მიუხედავად, პუტინი არ ჩქარობს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას. მილიარდერის თქმით, პუტინი “ძალიან მომთმენი ბიჭია” და შეუძლია საზოგადოების კონტროლი ბევრად უფრო მჭიდროდ, ვიდრე დასავლეთი. რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული აკრძალვა რუსული ნავთობის ზღვით მიწოდებაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში გავლენას არ მოახდენს, ამბობს მოსკოვის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებული ოფიციალური პირი. მისი თქმით, კრემლს აქვს გადაწყვეტილი მხოლოდ გამარჯვება – ნებისმიერ ფასად. პუტინის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთის გადაადგულებას მოელის, წერს Washington Post.

 

 

თამო თავხელიძე