ავღანეთში თალიბებმა დაიწყეს “ნადირობა” იმ ადამიანებზე, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნატოსა და შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ BBC იუწყება გაეროს  კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით.

 

დოკუმენტი მომზადებულია ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის მიერ, რომელიც გაეროს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას. მასში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იკავებენ პოზიციებს სამხედრო, პოლიციურ და საგამოძიებო დანაყოფებში. „თალიბანები აპატიმრებენ და ემუქრებიან მოკვლით ამ პირების ოჯახის წევრებს, თუ ისინი არ დანებდებიან თალიბანს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე