შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მუდამ იყო ნეიტრალიტეტის იდეის ერთგული, მზად არის უარი თქვას თავის კურსზე და ამის შესახებ განცხადება გააკეთოს,- ინფორმაციას შვედური გაზეთი Aftonbladet ავრცელებს, რომელიც პარტიის მთავარი წევრების შეხვედრის შემდეგ,

 

კვირას დილით, სოციალ-დემოკრატებმა დაიწყეს შიდაპარტიული მოლაპარაკებები იმის შესახებ, უნდა განაცხადოს თუ არა შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ გააგრძელოს ბლოკის მიღმა დარჩენა. „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სოციალ-დემოკრატები ცვლიან პოზიციას და სურთ, რომ შვედეთი გახდეს ნატოს წევრი“, – წერს გაზეთი. Reuters-ი ეთანხმება Aftonbladet-ის შეფასებებს.

 

“პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატებმა, გასული საუკუნის ყველა არჩევნებში ყველაზე დიდმა პარტიამ, გამართა კვირის შიდა დებატები ნატოში გაწევრიანების შესახებ”, – თქვა სააგენტომ.

 

გადაწყვეტილება ოფიციალურად კვირას 18:00 საათზე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის პარტიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები თავიანთი პოზიციის მკაფიოდ დადასტურებისგან თავს იკავებს. თუმცა, ფინანსთა მინისტრმა მიქაელ დამბერგმა თქვა, რომ ეს იქნება “გადაწყვეტილება, სადაც ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ შვედეთის უსაფრთხოებას”. განცხადებების გაურკვევლობა განპირობებულია იმით, რომ პარტიას კვლავ ჰყავს წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას.

 

 

შეგახსენებტ, რომ გარდა შვედეთისა, კიდევ უფრო ადრე იმავე ნეიტრალიტეტის მქონე ფინეთმაც გააკეთა განცხადება ნატოში გაწევრიანებაზე ამის მიზეზი და კვლავ რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.

 

 

თამო თავხელიძე