ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიმართა კრემლს, სასწრაფოდ დადგეს უკრაინის ირგვლივ სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.

 

გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით ხელახლა არჩეულმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

 

შესაბამისი განცხადება გერმანელმა პოლიტიკოსმა კვირას, 13 თებერვალს, ფედერალური ასამბლეის მიერ ხელახალი არჩევის შემდეგ გააკეთა. “მივმართავ პრეზიდენტ პუტინს! მოუშვით რგოლი უკრაინის კისერზე, ეძებეთ ჩვენთან ერთად გზა, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას ევროპაში”. 

 

გერმანიის პრეზიდენტმა გააფრთხილა საფრთხის სერიოზულობა: „ჩვენ გვემუქრება  სამხედრო კონფლიქტი, ომი აღმოსავლეთ ევროპაში“, რაზეც, “რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

 

მე შემიძლია მხოლოდ გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი: ნუ შეაფასებთ დემოკრატიის ძალას, – აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის საზღვრებთან „რუსული ჯარების რაოდენობის ზრდა“ არ შეიძლება იყოს არასწორი ინტერპრეტაცია . ეს საფრთხეა უკრაინისთვის“ და ასეც იყო გამიზნული, -დარწმუნებულია ის.

 

 

 

თამო თავხელიძე