რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს მარიუპოლსა და აზოვსტალში არსებული ვითარების შესახებ მოახსენა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოხსენების დროს შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მარიუპოლი, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იყო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი „ბოევიკი“ რჩება. ამასთან, მისი თქმით, 1,5 ათასი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლს იცავდა, უკვე ჩაბარდა. შოიგუმ დაარწმუნა პუტინი, რომ აზოვსტალთან საკითხის მოგვარებას სამი-ოთხი დღე დასჭირდება. ამის საპასუხოდ, პუტინმა ბრძანა, გაეუქმებინათ ინდუსტრიული ზონის შტურმი და მას მიზანშეწონილობა უწოდა.

 

არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ასვლა და ამ სამრეწველო ობიექტების მიწისქვეშეთში სეირნობა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ზონა ისე, რომ ბუზი არ შეფრინდეს“, – ბრძანა პუტინმა.

 

გარდა ამისა, პუტინმა „მარიუპოლის გათავისუფლებაზე“ სამუშაოების დასრულებას „წარმატება“ უწოდა. „რა თქმა უნდა, სამხრეთში ისეთი მნიშვნელოვანი ცენტრის კონტროლის ქვეშ მოქცევა, როგორიც მარიუპოლია, წარმატებაა. გილოცავთ“, – თქვა მან.

 

 

 

თამო თავხელიძე