✅ ალტ-ინფო და სხვა პრორუსული ძალები, მათ შორის სავოკი შუახნის ინტელიგენცია და საშუალო ფენის ჩვეულებრივი მოქალაქეები ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღები მოსკოვში დევს. გვეუბნებიან რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიებს დაბრუნება..
👉 ყველაფერი ზემოთ აღნიშნული არის იაფასიანი პოპულიზმი, რომელიც მხოლოდ უწიგნურ ბრბოზე მუშაობს. რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის ყველანაირი გზა მოჭრა იმ შემოჭრით, რასაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენსა და რუსეთს შორის დგას სისხლის ზღვა, რომლის არ დანახვაც შეუძლებელია. ასეთივე სისხლის ზღვა დგას უკრაინაში პირველი შეჭრიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე.

☝ შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე აღიარა, შესაბამისად ის რიტორიკა, რასაც ეს სავოკი კოლაბორაციონისტები მისდევენ, წესით აღარ უნდა მუშაობდეს. იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ აპირებენ ჩვენი ტერიტორიების შემოერთებაზე საუბარს იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ ტერიტორიებს დამოუკიდებლად თვლის და მის სუვერენიტეტს აღიარებს…. ანუ მერე ესე უბრალოდ ადგებიან და იტყვიან; უიი! ბოდიში მაგრამ შეცდომა დავუშვით და აღარ ვაღიარებთო? თუ როგორ??? ალოგიკურია ხომ?
ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ვალია, რომ მსგავსი აბსურდისგან დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც რითი შეგვიძლია, ვინც როგორ მოვახერხებთ.
უკრაინა ეხლა გადის იმას, რაც ჩვენ 2008 დან დღემდე გავიარეთ. იქაც გაჩნდებიან ალტ-ინფოები, პატრიოტიზმით შენიღბული ნამდვილი კაზაკური ტანისამოსით შემოსილი მოფარიკავე პოლიტიკოსები. გამძლეობა უკრაინას! გამძლეობა და ჭკუა ჩვენს ქვეყანას!
🇬🇪🇺🇦