რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია იმის გამო, რომ თითქოს უნდოდათ  გადაერჩინათ ნახევარკუნძული “დასავლეთის ქვეყნების ექსტრემისტებისა და დაქირავებული მებრძოლებისგან”. ამის შესახებ მან,  „არგუმენტები და ფაქტები“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

მინისტრის თქმით, 2014 წელს რუსეთმა შედეგს მიაღწია და  “შეძლო ყირიმში მშვიდობის შენარჩუნება”.

 

 

შოიგუმ ასევე თქვა, რომ თუ “უკრაინელი ექსტრემისტები და დაქირავებული “ბოევიკები”  დასავლეთის ქვეყნებიდან ყირიმში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჩამოვიდოდნენ”, მაშინ ” ამაზე ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა”.

 

 

„ იქ იყო ისეთი გაჩაღებული ცეცხლის კერა, რომელსაც მთელი მსოფლიო, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა ვერ ჩააქრობდა. ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ არაადამიანების მცდელობის შედეგებს, უკრაინულ ჯარებთან ერთად, დაამყარონ საკუთარი წესრიგი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში“, – განაცხადა რუსმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

თამო თავხელიძე