ფულადი გზავნილები – თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის
იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან
გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება
განაპირობებს. თებერვალში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 67%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე,
შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები (35.3%-ით). ასევე,
რეგიონის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად (9.7-%იანი ზრდა) გაიზარდა.
გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (24.5%-იანი მატება).
მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი
კვლავ
გზავნილების ზრდას. თებერვალში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა
თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 47.0%-ით და 17.8%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი
გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია.
თებერვალში, ფულადი გზავნილების
ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (38.8%), რუსეთი (22.8%) და აშშ (15.1%) წარმოადგენდა. ევროკავშირის
ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.