პატრიოთა ალიანსი ღია პუტინსტური ძალაა და ჩვენს არჩევნებში პუტინის პირდაპირ ჩარევას უზრუნველყოფს (დოკუმენტაციითაც დასტურდება).
ამ ძალას ხელს უწყობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, აძლიერებს და იყენებს საკუთარი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის.
დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვითაც, გულწრფელი შეკითხვა მაქვს: პუტინის დაფინანსებული პარტია, რომელიც ყველა არხს იყენებს კრემლის პოზიციების გაძლიერებისთვის და ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე – უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. ანუ, პუტინი უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში..
სუსი პოლიტიკურ პარტიებს დასდევს და საქართველოს მტრების გავლენა არ აინტერესებს.
საქართველოს არჩევნებში პუტინის პარტია და კრემლის ფინანსური რესურსი არ უნდა მონაწილეობდეს. ესაა ჩემი მოსაზრება..
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.