ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება-ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში კრიზისის მოგვარებით. ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა, რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა სამშობლოში რა ‘იკა,’ გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა. ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა-ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის უკანა ეზოში ‘დიდი ბიჭი’ ევროპააო. ლავროვი კი, დილას სიცილით მოკვდება.

წერს საკუთარ facebook – ის გვერდზე ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.