თებერვალში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 5.9 მლრდ ლარით გაიზარდა
(თვიურად 138.7 მლნ ლარით შემცირდა) და 49.6 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად
13.6%-ით გაიზარდა, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. თებერვალში წინა თვესთან შედარებით,
ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 73.0 მლნ ლარით (0.3%-ით) გაიზარდა და 25.3 მლრდ ლარი
შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ფიზიკური პირების დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება უცხოური ვალუტის
დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 61.2 მლნ ლარით შემცირდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 127.6 მლნ
ლარით შემცირდა.

თებერვალში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან
შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 6.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო
შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით შემცირდა და 8.4%-ის ნიშნულზეა, ხოლო უცხოური ვალუტით
განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1%-მდე შემცირდა და 1.6% შეადგინა. რეზიდენტების ლარის
ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით შემცირდა და 11.4% შეადგინა, ხოლო აშშ დოლარის ვადიანი
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 2.2%-ის ნიშნულზეა. ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო
განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 0.9% შეადგენს.

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციამ
2024 წლის თებერვალში 49.8% შეადგინა. თებერვლის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია
0.6 პპ-ით შემცირდა და 64.5% შეადგინა. ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან
შედარებით, 0.5 პპ-ით 38.8%-მდე გაიზარდა. ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია თებერვალში,
წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით 60.9%-მდე შემცირდა.

თებერვალში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა. სესხების
ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება ეროვნული ვალუტით
დაკრედიტების აჩქარებამ განაპირობა. კერძოდ, თებერვალში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი
(გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 18.4%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 10.2 პპ-იანი წვლილი
შეადგინა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების აჩქარება სამომხმარებლო ტიპის სესხების ზრდას უკავშირდება,
რომლის წვლილი დაკრედიტების ზრდაში 4.7 პპ-ია. უცხოური ვალუტით დაკრედიტება წლიურად 14%-ით, 23.1 მლრდ
ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 6.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება
ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში,
9.4 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა.

თებერვალში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემ
ცირდა და 13.4% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 15.4%-მდე
შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.6%-მდე გაიზარდა.

თებერვალში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.6 პპ
ით 12.3%-მდე შემცირდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი
0.1 პპ-ით, 11.5%-მდე შემცირდა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით
გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 8.8%-ის დონეზეა. უცხოური ვალუტით გაცემული
იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.2 პპ-ით 7.1%-მდე გაიზარდა.
თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით შემცირდა
და 44.3%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით და
63.4%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.4პპ-ით შემცირდა და 27.8%-ის დონეზეა.
თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 58.71 მლნ ლარით გაიზარდა და 571.8 მლნ
ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 38.5% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.