საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა.

2021 წლის იანვრის თვეში საქართველოში რეკორდულად ბევრი –  532.242 მოქალაქე იღებს 60-ლარიან შემწეობას, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3 პროცენტია.

შედარებისთვის, 2020 წლის იანვრის თვეში 432,218 მოქალაქე იღებდა იმავე შემწეობას.

აღნიშნულის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით გაიზარდა.

გასული წლის იანვრის თვიდან მოყოლებული, დაახლოებით 47 000-ით გაიზარდა 18-დან 60-წლამდე მყოფი იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც შემწეობას იღებენ.

 

netgazeti.ge/