რუსულ კომპანიებს ევროპარლამენტში აღარ  შეუშვებენ, რათა პროპაგანდის გავრცელება ვერ შეძლონ,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამა განაცხადა.

 

”ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება გაავრცელონ თავიანთი პროპაგანდა და ყალბი, ტოქსიკური ნარატივები უკრაინაში შეჭრის შესახებ,” – თქვა მან.

 

მანამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლმა განაცხადა, რომ ევროპამ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს, რათა დაეხმაროს უკრაინას გაუძლოს რუსეთის შემოჭრას და შეწყვიტოს რიტორიკა ვლადიმერ პუტინის სახის „დამშვიდების“ ან „გადარჩენის“ შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ გასული თვის დასაწყისში ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სამუშაო ვიზიტით კიევს ეწვია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და მზად არის გაზარდოს მისი დახმარება.

 

 

 

 

თამო თავხელიძე