ბრაზილიური კომპანია JBS-ზე,  რომელიც მსოფლიოში ხორცის უდიდეს მწარმოებელია, რუსმა ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს და მოითხოვეს გამოსასყიდი მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ იუწყება Reuters.

ჰაკერებმა, კომპანიის ფილიალებში აშშ – სა და ავსტრალიაში კიბერშეტევა განახორციელეს. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, სამშაბათს, 1 ივნისს, საქონლის ხორცის წარმოება ქვეყანაში 22% -ით შემცირდა ერთი კვირის წინანდელ დღესთან შედარებით და ასევე მნიშვნელოვნად დაეცა ღორის ხორცის წარმოება.

თავად კომპანიამ ჩართო სარეზერვო IT სისტემები და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა პრობლემის მოგვარებაში, ასე რომ ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში მისი წარმოების ობიექტების “აბსოლუტურმა უმრავლესობამ” განაახლა მუშაობა.

გარდა ამისა, კომპანიამ ინციდენტის შესახებ ფედერალურ მთავრობას შეატყობინა. თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე კარინ ჟან პიერი ამბობს, რომ ადმინისტრაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და FBI აწარმოებს გამოძიებას.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე