რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება ჩამოაგდეს,- ამის შესახებ „აზოვის“ პოლკი იტყობინება.

 

„დაახლოებით ერთი საათის წინ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ჩამოაგდეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან“, – განაცხადა აზოვმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი. უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება. აღსანიშნავია, რომ დღეს შუადღისას “სახალხო მილიციის” DPR-ის წარმომადგენელმა “ედუარდ ბასურინმა განაცხადა მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ქიმიური იარაღის გამოყენების მიზანს მან ქარხნის „აზოვსტალის“ აღება უწოდა, სადაც სავარაუდოდ „ნაციონალისტები“ იმალებიან.

 

 

 

 

თამო თავხელიძე