რუსეთმა მსოფლიოსგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსაკუთრებული გზა აირჩია.

რფ-ს საგარეო უწყების მეთაურის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს დასავლეთის საგადახდო სისტემების მიტოვებაზე და   აგრეთვე უარს ამბობს მსოფლიო გადახდის სისტემების გამოყენებაზე, რომლებსაც დასავლეთი აკონტროლებს.

 

 

დიპლომატის თქმით,  უნდა გაძლიერდეს მცდელობები ეკონომიკური ოპერატორებისთვის სანქციების რისკების და პოტენციური ხარჯების შემცირების მიზნით.

 

მისივე თქმით, საუბარია სხვა საკითხებზე, ეტაპობრივად “ეროვნული ეკონომიკის დედოლარიზაციაზე”, ეროვნულ ან ალტერნატიული  დოლარის ვალუტის ჩანაცვებაზე ან სხვაგვარად, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი გადახდის საერთაშორისო სისტემების  არგამოყენებაზე.

 

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე აქტიურად არის დაკავებული ამ საკითხზე. ”ჩვენ ვხედავთ ამ სფეროში დიდ პერსპექტივას ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობისთვის,” – თქვა მან.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის პოზიცია ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკის მიმართ არ შეიცვლება.

გარდა ამისა, რუსული მხარე “გააგრძელებს წინააღმდეგობას ცალმხრივი შეზღუდვის ზომებისკენ”. საერთაშორისო პლატფორმებზე, რომელთა შორის არის გაეროც, რუსეთის ფედერაცია ”ენერგიულად დააყენებს საკითხს ასეთი შეზღუდვების შემოღების დაუშვებლობის შესახებ”. ლავროვმა აქვე დასძინა, რომ :-ჩვენი პოზიცია ფართო მხარდაჭერით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში.

მარტის დასაწყისში ლავროვმა რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა, ჩამოშორდნენ დასავლეთის საგადასახადო სისტემებს.

 

 

თამო თავხელიძე