რუსეთი, რომელიც გვთავაზობდა წინადადებებს უსაფრთხოების შესახებ, იცოდა, რომ ნატო მათ არ დაეთანხმებოდა. ამის შესახებ ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა,- იუწყება Censor.NET-ი, “ინტერფაქს-უკრაინა”-ზე დაყრდნობით.

 

”მათ მოითხოვეს ზომების მიღება თუმცა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ვერ მიიღებდნენ იმას, რაც სურდათ,” – თქვა გენმდივანმა ონლაინ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზებაც The Washington Post-მა გააკეთა.  ამრიგად, სტოლტენბერგმა განმარტა, თუ რატომ იყო შეშფოთებული უკრაინის მახლობლად რუსული ძალების არსებობით.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოთხოვნები მოიცავდა ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებას და გარანტიას, რომ უკრაინა ალიანსში არ შევიდოდა.

 

 

თამო თავხელიძე