რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

რუსეთის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სანქციები სარკისებური პასუხია დასავლეთის მიერ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ შემაკავებელ ზომებზე.

რუსეთის სანქციების სიაში 13 ამერიკელია, მათ შორის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები.

ბაიდენის გარდა სიაში შევიდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი, თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი და კიდევ, ჰილარი კლინტონი.

 

სანქციების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტს და მაღალჩინოსნებს, რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ….

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სანქციების სია უახლოეს მომავალში გაფართოვდება.

რუსეთის დეპარტამენტმა დასძინა, რომ ეს სანქციები არის აშშ-ს ადმინისტრაციის უკიდურესად რუსოფობიური კურსის გარდაუვალი შედეგი.

 

 

 

 

თამო თავხელიძე