რუსეთმა შეერთებულ შტატებს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ აშშ-სა და ნატოს უკრაინაში “ყველაზე მგრძნობიარე” იარაღის სისტემების მიწოდება კონფლიქტის “ცეცხლს ასხამს” და შეიძლება გამოიწვიოს “არაპროგნოზირებადი შედეგები”.

 

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს, რომელმაც დოკუმენტის ასლი წაიკითხა.

 

დიპლომატიური ნოტა დათარიღებულია 12 აპრილით,  კერძოდ კი იმ თარიღით, როდესაც პირველად გაჟონა ინფორმაციამ ახალი იარაღის პაკეტის შესახებ, რომელმაც აშშ-ის ჯამურ სამხედრო დახმარებაზე უკრაინის მიმართ,  $3.2 მილიარდს მიაღწია.

 

ოთხშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც მორგებულია რუსეთის უფრო ფართო შეტევაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. დოკუმენტი “რუსეთის შეშფოთების შესახებ კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მასიური მიწოდების შესახებ”,  რუსულ ენაზე მოიცავს 2 გვერდს, თანდართული თარგმანით, რომელიც ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე დოკუმენტის შინაარსზე. რუსეთისთვის „ყველაზე მგრძნობიარე“ იყო „მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები“, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ამერიკა და  ნატოს მოკავშირეები არ აწვდიდნენ ამ იარაღს უკრაინას.

რუსეთმა მოკავშირეები დაადანაშაულა კონფლიქტის ზონებში იარაღის გადაცემის “მკაცრი პრინციპების” დარღვევაში და “უკრაინის რადიკალი ნაციონალისტების, ექსტრემისტებისა და ბანდიტური ფორმირებების ხელში ჩავარდნის საფრთხის იგნორირებაში”.

მოსკოვის თქმით, ნატოს ქვეყნები უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები „დათმოს“, რამაც თვენახევარში შედეგი ვერ გამოიღო. ასევე, რუსი დიპლომატები დარწმუნებულნი არიან, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას სხვა ქვეყნებზე, რათა შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან, ხოლო მათ, ვისაც აქვს საბჭოთა პერიოდის იარაღი, გადასცეს უკრაინას.

 

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის პირობის დაცვით ისაუბრა, თქვა: ”რასაც რუსები გვეუბნებიან პირადში, იგივეა, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით მსოფლიოს საჯაროდ: რომ  იქნებოდა უზარმაზარი დახმარება, რომელსაც ჩვენ გავუწევდით ჩვენს მეგობარ  უკრაინელებს.

 

რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი, რომელმაც უკრაინისთვის შეიარაღების კოლონები თავის “ლეგიტიმურ სამიზნედ” დაასახელა, შესაძლოა მათზე თავდასხმისთვის ემზადება. ჯორჯ ბიბემ,  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის მრჩეველმა რუსეთის საკითხებში, თქვა: „მათ (რუსებმა – რედ.) მიზანში აქვთ  უკრაინის საწყობები, სადაც ამ მარაგების ნაწილი ინახება“. მისი აზრით, საკითხავია რა იქნება რუსების შემდეგი დამიზნება: ტექნიკის კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე თუ ნატოს ქვეყნებში, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას და ემსახურებიან შეერთებული შტატებიდან მიწოდებული იარაღის გადასაზიდ პუნქტებს?

 

ბიბე მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის ჯარები დაბრკოლდებიან ომის შემდეგ ფაზაში, მაშინ ” რუსეთის შანსები და მისწრაფება, ნატოს მიერ მიწოდებულ ტვირთზე ნატოსსავე ქვეყნების ტერიტორიების მიმართ , მნიშვნელოვნად გაიზრდება”.

 

 

 

 

თამო თავხელიძე