რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები იწვევს ნატოს როლის გაძლიერებას რუსეთის საზღვრებზე – ამბობს იენს სტოლტენბერგი და განმარტავს, რომ „ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მხოლოდ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ამიტომ 100%-ით კოლექტიური თავდაცვის წესი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმისას ვრცელდება მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებზე და არა მათზე ვინც ბლოკის უახლოესი პარტნიორები არიან“.

 

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვის უფლების განხორციელებაში დახმარებაზე. ალიანსი ასევე უგზავნის სიგნალებს რუსეთს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები იქნება გამოყენებული.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია წარმოადგენს “რეალურ საფრთხეს” და აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა “განაგრძონ მუშაობა იმაზე, რომ  პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გადაწყვიტონ მიმდინარე კობნფლიქტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე