რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ის ელჩის მოადგილე დაიბარა,-ამის შესახებ სააგენტო TASS- ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილისადმი განხორციელებული ზარის  გარდა  სხვა დეტალები მითითებული არ არის.

 

ქრონოლოგიურად კი, როგორ, რატომ და როდის დაიძაბა სიტუაცია აშშ-სა და რფ-ს შორის მოგახსენებთ ქვემოთ:

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ,  აშშ-ის ელჩთან ჯონ სალივანთან შეხვედრისას, ურჩია ელჩს გაგზავრებულიყო მის ქალაქში და “იქ ჩაეტარებინა  დეტალური, სერიოზული კონსულტაციები”.

სალივანმა კი უარი განაცადა წასვლაზე. დიპლომატს სწამს, რომ ”თუ პუტინს სურს მისი წასვლა, მას მისი ძალდატანება მოუწევს”, – განუცხადეს პორტალს ელჩის პოზიციის შესახებ ცნობილმა წყაროებმა.

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სალივანი დატოვებდა რუსეთის ფედერაციას რამდენიმე კვირით. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, სალივანი ბრუნდება შეერთებულ შტატებში ნათესავების მოსანახულებლად. ამავდროულად იგი შეხვდება ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. დიპლომატი რუსეთში დაბრუნდება “უახლოეს კვირებში”.

 

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში კრიზისის ახალი რაუნდი დაიწყო ბაიდენთან ინტერვიუს შემდეგ, რომელიც 17 მარტს გამოქვეყნდა, სადაც მან პუტინს მკვლელი უწოდა და თქვა, რომ ის გადაიხდიდა საფასურს ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის.

 

აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა ჩაატარა ბინძური კამპანია ბაიდენის დისკრედიტაციისთვის, 2020 წლის არჩევნებზე და პირადად სანქცირებული იქნა პუტინის მიერ.

ბაიდენის ინტერვიუს გამოქვეყნების დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ელჩს შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვს მოუწოდა მოსკოვში გამგზავრებულიყო კონსულტაციებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საჭიროა ელჩთან კონსულტაციები, რათა გაანალიზდეს ”რა უნდა გაკეთდეს და საით მიდის კონტექსტში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. „ექო მოსკოვის“ ცნობით, 20 აპრილს ანტონოვი კვლავ მოსკოვში იმყოფებოდა.

18 მარტს პუტინმა უპასუხა ბაიდენის სიტყვებს. მან თავის ამერიკელ კოლეგას ჯანმრთელობა უსურვა და  ბაიდენი 19 ან 22 მარტს, რომ “პირდაპირ ეთერში” სასაუბროდ მიიწვია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და სტრატეგიულ სტაბილურობაზე.

13 აპრილს პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ბაიდენმა ხაზი გაუსვა “შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი” და გამოხატა შეშფოთება რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გამო უკრაინის საზღვართან და ყირიმში. მან ასევე “განმარტა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ სივრცეში შეჭრა და არჩევნებში ჩარევა”.

 

2 მარტს აშშ-ს სახაზინომ სანქციები დააწესა რუსეთის უსაფრთხოების უწყებების არაერთ ოფიციალურ პირზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დევნის გამო. შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გაწევა, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა და გამორიცხა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან, სადაც იარაღის გაყიდვა და ექსპორტი დაიშვება.

18 მარტიდან აშშ – ს სავაჭრო დეპარტამენტმა შემოიღო ახალი საექსპორტო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო. შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა ეროვნული უსაფრთხოების საქონლის ექსპორტი რუსეთში, რითიც ხელი შეუშალა რუსეთს “ხელი მიუწვდებოდეს ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი მავნე საქმიანობისთვის ქიმიური იარაღის სფეროში”. 1 სექტემბრამდე შეზღუდვები არ შეეხება სამოქალაქო ავიაციისა და კოსმოსური ინდუსტრიის საქონელს.

15 აპრილს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. იგი შეეხო 32 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ექვს რუსულ ტექნიკურ კომპანიას, რომლებიც კიბერ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 

გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა დირექტივა, რომელიც კრძალავს აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტებს პირდაპირ შეიძინონ ცენტრალური ბანკის, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ან სახაზინო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ გაცემული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

ასევე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ქვეყნიდან გაეძევებინა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი. თეთრი სახლის ცნობით, მათ შორის არიან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

რუსეთმა უპასუხა იმ ამერიკელების ჩამონათვალის გამოქვეყნებით, რომელთაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა. მათ შორის არიან აშშ – ს გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი და FBI– ს დირექტორი კრისტოფერ რეი.

 

 

 

თამო თავხელიძე