ისრაელის საჰაერო  თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  ყველაზე ძლიერი მინიშნება გააკეთა აშშ-ს მხრიდან სამხედრო დახმარების შესახებ შესაძლო გადახედვის თაობაზე.

ბაიდენი წინასაარჩევნო პერიოდში მზარდ ზეწოლას განიცდის, როგორც ქვეყნის პაციფისტურად განწყობილი ნაწილისგაინ და პოლიტიკური ოპონენტებისგან, ასევე მისივე მეუღლის და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენის მხრიდან.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელის  პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიეჰუ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა  ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზეა ორიენტირებული. ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული მოქალაქეები აშშ-ში დაფუძვნებული ორგანიზაცია World central kitchen  წევრები იყვნენ, რომელიც ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ მისიას ანხორციელებდნენ. ბაიდენმა ნათანიეჰუს ასევე მოუწოდა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყეტისკენ, რათა ისედაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.

დემოკრატი ბაიდენი წინასაარჩევნო პერიოდში მზარდი ზეწოლის წინაშე დგას ისრაელის მხარდაჭერის გამო .

მას მოკავშირეები აიძულებენ განიხილოს აშშ-ს მიერ ყოველწლიურად გაგზავნილი მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების საჭიროება.

ბაიდენმა ნათანიეჰუს მოუწოდა, რომ ისრაელის არმიამ უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვა და მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხისაგან დაცვა ღაზას სექტორში.

New york times – წერს, რომ ჯო ბაიდენი საკუთარ მეუღლიდანაც განიცდის ზეწოლას, რომელმაც მუსლიმ თემთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ქმარს მიმართა სიტყვებით: ” Stop it, Stop it now!”