ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოსკოვის პატრიარქი კირილი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია ომის დანაშაულებებში თანამონაწილედ გამოაცხადა.

უფრო დაწვრილებით კი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც (ROC) კრემლის პროპაგანდისა და გავლენის ინსტრუმენტს, ხოლო პატრიარქი კირილი (გუნდიაევი) და ROC იერარქები აღიარებულ იქნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეებად.

ამის შესახებ ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა ფეისბუქზე თავის პოსტში განაცხადა, წერს Rayon.Zakordon.

„საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარა, როგორც პუტინის ტოტალიტარული რეჟიმის გაგრძელება, ასევე რუსული გავლენისა და პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან“, – წერს VRU-ს დეპუტატი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის ორ მნიშვნელოვან ცვლილებას. მიღებული ცვლილებების მიხედვით: ასამბლეა აღიარებს, რომ პუტინის რეჟიმი მხარს უჭერს „რუსული მშვიდობის“ ნეოიმპერიულ იდეოლოგიას, რომელიც კრემლმა მეომრების იარაღად აქცია. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს იერარქია იცავს ამ იდეოლოგიას და აცხადებს ომს უკრაინისა და “სატანური” დასავლეთის წინააღმდეგ “ყოვლად წმინდა რუსეთის  ომად”.

ასამბლეა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, განიხილონ პატრიარქი კირილი და რუსეთის მართლმადიდებლური იერარქია, როგორც პუტინის რეჟიმის იდეოლოგიური გაგრძელება.