აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უარყო მისი გაფრთხილებები, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ამის შესახებ ბაიდენმა პარასკევს ლოს-ანჯელესში გამართულ პოლიტიკური სახსრების შეგროვების დროს განაცხადა,- იტყობინება Bloomberg-ი.

 

. „ბევრს ეგონა, რომ შეიძლება ვაჭარბებდი, მაგრამ ვიცოდი და ჩვენ გვქონდა მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ის (პუტინი. – რედ.) აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. ეჭვი არ მეპარებოდა.  ზელენსკის  და ბევრს არ სურდა ამის მოსმენა“, – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

ბაიდენმა პუტინი დაადანაშაულა უკრაინის „არა მხოლოდ ერის, არამედ კულტურის განადგურების მცდელობაში“ და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი უკრაინის დედაქალაქს „დედა რუსეთის ტახტად“ მიიჩნევს.

 

თამო თავხელიძე