რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ – ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.

 

interpressnews.ge