დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში 600-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი გადაიყვანოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება.

 

„600-მდე ბრიტანელი ჯარისკაცისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი მზად არის განლაგდეს უკრაინაში, ამის მიზეზი კი რუსეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეა” – ნათქვამია მოხსენებაში.

 

ჟურნალისტების თქმით, SAS-მა და პარაშუტის პოლკმა გააფრთხილეს, რომ მათი გაგზავნა უკრაინაში რამდენიმე საათში შეიძლება. მზადება დაიწყო მას შემდეგ, რაც MI6-მა გააფრთხილა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან მოსალოდნელი პოტენციური საფრთხის შესახებ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დასავლეთისთვისაც.

 

ახლა იქმნება ბრიტანული ჯარი, რომელიც შედგება SAS-ის წევრებისგან, სპეციალური სადაზვერვო პოლკისგან, მედიკოსების, ინჟინრების, კომუნიკაციების და  მე-16 საჰაერო თავდასხმის ბრიგადის  400-მდე მედესანტისგან, რომელიც დაფუძნებულია ალდერშოტში, ჰანტსიში.

 

ბრიგადის მაღალი მზადყოფნის ქვედანაყოფი გაფრთხილებულია, რომ მათ შესაძლოა ძალიან მოკლე დროში მოუწიოთ განლაგება, -განმარტა წყარომ და აქვე  დასძინა, რომ 400-დან 600-მდე სამხედრო უკვე მზადაა.

 

„მათი აღჭურვილობა შეფუთულია და ისინი მზად არიან გაფრინდნენ უკრაინაში და მოახდინონ დასხდომა ან  უბრალოდ დაეშვნენ   პარაშუტით.  თუმცა, ორივე შემთხვევისთვის ისინი მზადყოფნბაში არიან“, – განმარტა წყარომ.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე