რუსეთი უკრაინიდან თავის დიპლომატებს იწვევს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს ხდება  „შესაძლო პროვოკაციების“ გამო „პერსონალის ოპტიმიზაციაზე“მიზნით.

მავდროულად, სულ უფრო მეტი ქვეყანა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა რუსეთის შესაძლო შემოჭრის საფრთხის გამო.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 17 ქვეყანამ უკვე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან ან დატოვონ მისი ტერიტორია, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამო. ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საბერძნეთი, ისრაელი, კანადა, ლატვია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ჩრდილოეთ მაკედონია, აშშ, ფინეთი, მონტენეგრო, ესტონეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-ის შემდეგ გააკეთეს შესაბამისი განცხადებები. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის რეკომენდაციები. მაგრამ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააწესა მოგზაურობის აკრძალვა უკრაინას და უბრძანა მის მოქალაქეებს დაეტოვებინათ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი კანონმდებლობით დაისჯებოდნენ.

 

ერთი დღით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკელებს დაეტოვებინათ უკრაინა: „ჩვენ საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან. “

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე