კრასნოიარსკის მხარის სამხედრო კომისარმა ანდრეი ლისენკომ,  ჟურნალისტებს უარი განუცხადა უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დროს რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებლების დანაკარგის შესახებ. ხელისუფლება ბოლო კვირეების განმავლობაში არ აფიქსირებს დაღუპულებს.  „პირადად ჩემთვის, როგორც სამხედრო კომისრისთვის, ნებისმიერი გარდაცვლილი ბიჭი ბევრია. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მშობლებისთვის, ეს არის ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის. და ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, რადგან მე პირადად გავგზავნე ისინი ჯარში. მათ მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ის თუ,  რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩვენს ქვეყანაში, რამდენი კრასნოიარსკელი დაშავდა… ასეთ სტატისტიკას არ ვინახავთ, რამდენადაც ეს გარკვეულწილად უკვე ჩავლილია.., ”- ციტირებს ლისენკოს NGS24.

 

ლისენკოს თქმით,  „ უხამსობაა სტატისტიკის შესახებ კითხვა“.

 

კრასნოიარსკის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტების ხელისუფლების უახლესი ოფიციალური მონაცემებით, ცნობილია უკრაინაში დაღუპული რეგიონის 10 მკვიდრი. ამასთან, ჟურნალისტების დაკვირვებით, ოფიციალური პირები დაღუპულების შესახებ რამდენიმე კვირაა არ საუბრობენ.

 

თავდაცვის სამინისტრომ ზარალზე ბოლოს 25 მარტს ისაუბრა: დაიღუპა 1351 სამხედრო, დაიჭრა 3825. ამავდროულად, საუბარი იყო მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე – ადრე ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, მაგალითად, ეროვნული გვარდიის თანამშრომლების დაღუპვის შესახებ.

 

თამო თავხელიძე