რუსეთი აფრთხილებს თურქეთს, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვისგან თავი შეიკავოს.

ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ კი  ზარალდებიან მხოლოდ რუსები.

რამეთუ უკვე:  500 000 რუსმა დაკარგა დაჯავშნილი საგზურები!  32 (!) მილიარდი რუბლი იზარალა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით ფრენების გაუქმების გამო!   და ეს ყოველივე როგორც სასჯელი, უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო.

 

შეგახსენებთ:

 

ლავროვი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ კი თურქეთში, უკრაინის “მილიტარისტული სენტიმენტები აქვთ”.

რუსეთის მინისტრმა ურჩია ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ, ”გააანალიზონ სიტუაცია” და ოფიციალური კიევის განცხადებებს ”მარადიულად მებრძოლი” უწოდა.

ამავე დროს, ლავროვმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის ”მებრძოლ” განცხადებებზეა საუბარი  უკრაინის მხრიდან. გარდა ამისა, მინისტრმა თქვა, რომ უკრაინა სავარაუდოდ გეგმავს “საკუთარ ხალხთან ომს”.

ამ დროისთვის ოფიციალურ ანკარას არანაირ რეაგირება არ მოუხდენია ლავროვის სიტყვებზე. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში უკვე მუშაობს თურქული წარმოების მძიმე საბრძოლო თვითმფრინავები Bayraktar TB2.

რუსეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს რეგულარული და ჩარტერული ფრენები თურქეთთან 2021 წლის 15 აპრილიდან 1 ივნისამდე.

 

 

თამო თავხელიძე