რუს ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეში არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც არღვევს მოქალაქეთა პიროვნებას და უფლებებს,-ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური.

 

გამოძიების თანახმად, ნავალნიმ შექმნა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა როგორც უცხოელი აგენტი-ანტიკორუფციული ფონდი და მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა მიზნად ისახავდა მოქალაქეების წახალისებას უკანონო ქმედებების ჩადენაში. კერძოდ, ნავალნი და მისი თანამოაზრეები ბრალდებულები არიან იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს  მოუწოდებდნენ მონაწილეობა მიეღოთ არასანქცირებულ აქციებში მიმდინარე წლის იანვარში.

 

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 239 -ე მუხლის მე -2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას 200 ათას რუბლამდე, იძულებით შრომას, შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ,  ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის რეგიონალური შტაბი და  მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი,   “ანტიკორუფციული ფონდი” ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე