გერმანიის პრეზიდენტმა ნაციონალ-სოციალიზმისგან ევროპის განთავისუფლების წლისთავზე გამოსვლაში პუტინი მწვავედ გააკრიტიკა. ამ მოვლენების გაიგივებას უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, უკანონო ომთან „ისტორიის ცრუ და ცინიკური შეურაცხყოფა“ უწოდა.

 

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი  კვირას, 8 მაისს, გერმანიის პროფკავშირების ასოციაციის ყრილობის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.-ამ დღეს გერმანია ნაციონალ-სოციალიზმისგან ქვეყნის გათავისუფლების 77-ე წლისთავს აღნიშნავს.

 

„8 მაისი არის – ომის დღე“, – თქვა შტაინმაიერმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც თავს დაესხა უკრაინას და  „საბოლოოდ უთხრის ძირს ევროპულ მსოფლიო წესრიგს“.

 

გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმას ასევე „შეტევად მიიჩნევს ლიბერალური დემოკრატიის იდეაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც იგი დაფუძნებულია: ეს არის თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ადამიანის ღირსება“.

 

შტაინმაიერმა მკვეთრად გააკრიტიკა პუტინი: „როცა ის საუბრობს ფაშიზმზე, „დენაციფიკაციაზე“, ის იტყუება“. ეს არის „ისტორიის  ცინიკური დამახინჯება“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, პუტინის მიერ ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლის “სასტიკ, უკანონო, აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ” გაიგივება ასევე მოღალატე და ცინიკური მიდგომაა ისტორიის მიმართ. ამავდროულად, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ეს ომი აიძულებს გერმანიას და ევროპას გამოიტანონ მტკივნეული დასკვნები: „ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვიყავით, რომ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ბუნებრივია“. გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის პირადადაც ცდებოდა და არ სჯეროდა იმის შესაძლებლობის, რომ პუტინი “თავის იმპერიულ სიგიჟეში” მზად იყო საკუთარი ქვეყანა მიეყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ განადგურებამდე.

 

შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ გერმანია ამას აკეთებს „სრული რწმენით და მთელი გულით“, ისევე როგორც მისი ევროპელი მეზობლები.

 

 

თამო თავხელიძე