გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის იზოლაციის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

 

“როცა ეს ომი (უკრაინასთან. – რედ.) დასრულდება, ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობას დავუბრუნდეთ. ჩვენ ამას ყოველთვის ასე  ვაკეთებთ”, – თქვა მან The New York Times-თან ინტერვიუში.

 

 

„გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია ისეთი ქვეყნის იზოლირება, როგორიც რუსეთია, არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად.

“გერმანიის ინდუსტრიას სჭირდება ნედლეული, რომელიც რუსეთს აქვს. საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ იშვიათ მიწაზეც (ელემენტები. – რედ.). ეს არის ნედლეული, რომლის უბრალოდ შეცვლა შეუძლებელია”, – დარწმუნებულია შრედერი. მისი აზრით, გერმანიისა და ევროპის მშვიდობა და კეთილდღეობა ყოველთვის იქნება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან დიალოგზე.

 

როსნეფტში პოსტის დატოვების პირობებზე NYT-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერჰარდ შრედერმა ასევე თქვა, თუ რა ვითარებაში გადადგება რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან. გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი შეწყვეტს ნავთობისა და გაზის მიწოდებას ევროპაში. ”ეს არ მოხდება”, – თქვა შრედერმა. თუმცა, ასეთ სცენარში “გავალ პენსიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

 

 

 

თამო თავხელიძე