ყაზახეთის პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არ მოსწონს ზოგიერთ რუს პროპაგანდისტს.

 

რუსმა რეჟისორმა ტიგრან კეოსაიანმა, მოსკოვის მიერ დაფინანსებული არხის RT-ის მთავარი რედაქტორის ქმარმა, თქვა, რომ ყაზახეთს სჭირდება “შეხედონ უკრაინას” და “სერიოზულად დაფიქრდნენ”.

 

 უფრო ზუსტად კი, სიმონიანის ქმარი საჯაროდ დაემუქრა ყაზახეთს უკრაინული სცენარით, 9 მაისის აღლუმის გაუქმების გამო. ხოლო რა პასუხი გასცეს   ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა და აქტივისტებმა ამას ვიდეოში ნახავთ:

 

 

სენატის დეპუტატის, მუხტარ კულ-მუჰამედის თქმით: საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის უნდა იძლეოდეს დამაჯერებელ პასუხებს და ემოციებში არ უნდა ვარდებოდეს. ამიტომ კეოსაიანის მიმართ ყაზახეთში შემოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით არის ძალიან სმაართლიანი გადაწყვეტილება.  ეს არის ძალიან ღირსეული პასუხი, კეოსაიანი რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ან თუნდაც მაღალჩინოსანი, მაშინ სხვაგვარად იქნებოდა პასუხი ჩვენი მხრიდან. ის არის რიგითი “კაზიოლი” (თხა), პროვოკატორი ჟურნალისტი და პასუხიც უნდა იყოს ასეთი.

 

აკილბევ კურისბაევი ასევე სენატიოს დეპუტატი განმარტავს, რომ ჩვენ ადრე ვამბობდით “რიგითმა მოქალაქე,” ილაპარაკოს რამდენიც უნდა არ მივაქციოთ ყურადღება. მაგრამ ისეთი მოქალაქე, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ერევა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილებაა. არის კიდევ ისეთი მომენტები, როგორიც სანქციებია. ამ დროს არ უპასუხო, ეს შეუძლებელია.

 

მსგავსი გამოთქმები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ არ ჯდება არც სამართლებრივ  არც საერთაშორისო და არც მორალურ ჩარჩოებში.

 

ტიგრან კეოსაიანის სატელევიზიო მიმარტვა ყაზახ ხალხს, რომელმაც 9 მაისის აღლუმი გააუქმეს.

 

 

 

“უკრაინას უყურებთ?”  , “დაფიქრდით სერიოზულად”, ამბობს იგი…

 

შეგახსენებთ, რომ ტიგრან კეოსაიანი, პუტინის მიერ დაფინანსებული Russia Today-ის მთავარ რედაქტორის, და ცნობილი პროვოკატორის მარგარიტა სიმონიანის  მეუღლეა.

 

თამო თავხელიძე