საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა,  რომ ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ უკრაინის გარშემო კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდება. „ეს იყო უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის დამუხრუჭება და ახალი პერსპექტივების გახსნა“, – თქვა მაკრონმა.

 

უფრო დეტალურად კი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის კოლეგას საფრანგეთიდან ემანუელ მაკრონს დაჰპირდა, რომ თავი უნდა შეიკავოს უკრაინის გარშემო კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან, ამის შესახებ თავად მაკრონმა სამშაბათს, 8 თებერვალს, კიევში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უნდა შეხვდეს .

 

მაკრონის თქმით, პუტინმა მაკრონი დაარწმუნა, რომ სიტუაციის „არანაირი გაუარესება და ესკალაცია“ არ იქნება. საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე თქვა, რომ პუტინთან ხუთსაათიანი შეხვედრის დროს, რომელიც წინა დღეს მოსკოვში გაიმართა, მან მიაღწია თავის მიზანს: „ეს იყო უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის დამუხრუჭება და ახალი პერსპექტივების გახსნა. “

 

 

 

 

თამო თავხელიძე