ფინეთი და შვედეთი დამდეგ ზაფხულს მზად არიან გაწევრიანდნენ ნატოში,-ამის შესახებ The Times თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა დაუშვა “დიდი სტრატეგიული შეცდომა”, რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არიან გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები.

ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის პირდაპირი შედეგი იქნება და ალიანსის წევრთა რაოდენობას 30-დან 32-მდე გაზრდის. სავარაუდოდ, ფინეთი განაცხადებს ივნისში შეიტანს, რასაც მოჰყვება შვედეთი. შემდგომში, ნატო გეგმავს მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას წევრი ქვეყნების საზღვრებზე, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემდგომი შემოჭრა, რადგან ის ადაპტირდება “ახალ რეალობასთან”.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატოში გამოიწვევს პუტინის ჩრდილო-დასავლეთ ფლანგზე გადანაწილებას, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს მის არმიას, რომელიც დაზარალდა უკრაინის წინააღმდეგობისგან.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა გამოიწვია სამხედრო კოალიციის “ძირითადი ტრანსფორმაცია”, რაც ასახავს უკრაინაში ომის გრძელვადიან შედეგებს.

 

 

თამო თავხელიძე