პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მაცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ.

 

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მაცხოვრებლებს უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით მიმართონ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. ახალი ბრძანებულება ცვლის დოკუმენტის ტექსტს, რომლითაც 2019 წლის აპრილში პუტინმა გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება ე.წ. “DPR” და “LPR”-ის მაცხოვრებლებისთვის. კერძოდ, გათვალისწინებულია, რომ უკრაინის ამ რეგიონების მაცხოვრებლებისგან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი უნდა განიხილებოდეს არა უმეტეს სამი თვისა. ცვლილებები ძალაში შევიდა.

 

 

თამო თავხელიძე