“მე და ჩვენს გუნდს პრინციპულად არასწორად, არაკორექტულად და, პირველ რიგში, ქვეყნისთვის საზიანოდ მიგვაჩნია უკრაინის შიგნით მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის კომენტირება და ამასთან დაკავშირებით რაღაც პოზიციის დაკავება. უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი და უკრაინის ურთიერთობას, რაც ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა, ივანიშვილის გუნდმა მთელი ამ წლების განმავლობაში და ბოლო დღეებში კატასტროფული განცხადებებით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ,”- განაცხადა რუსთავი 2-თან ინტერვიუში გიგა ბოკერიამ.