რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს მიაღწიოს უკრაინის სრულ კაპიტულაციას. ამის შესახებ Gazeta Polska Codziennie-

ში გამოქვეყნებულ საკუთარ  სტატიაში, პოლონელმა ექსპერტმა პაველ კრიშჩაკმა განაცხადა. სპეციალისტმა სტატიაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა შეაჩერა ნატოს მისია, ისევე როგორც ნატოს სამხედრო მისია მოსკოვში,  კრემლის ქმედებები კი  მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის საპირისპირო გზაზე დგას.

 

აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის (OSW) ექსპერტის, დოქტორ ვიტოლდ როდკევიჩის აზრით, ესკალაციის გზით პუტინი უბიძგებს დასავლეთს, რომელსაც  თავის მხრივ არ სურს რუსეთთან  ურთიერთობების გაუარესება. ამავდროულად, გერმანია ყველაზე მეტად მიდრეკილია რუსეთთან დიალოგისკენ და ამან შეიძლება გააღრმავოს უთანხმოება ბერლინსა და ვაშინგტონს შორის.

 

ექსპერტების აზრით, რუსული გათვლა არის ის, რომ გერმანული ელიტა არ მოიწონებს ნატოს ქმედებებს, რომლებიც ზრდიან დაძაბულობას.

თავის მხრივ, ნატომ ასევე გააძევა რვა რუსი დიპლომატი შტაბ-ბინიდან, რამაც შეამცირა რუსეთის სამხედრო სამეკავშირეო მისიების რაოდენობა. ამავდროულად, რუსეთმა არ გაწყვიტა ნატოსთან კომუნიკაციის ყველა შესაძლო არხი და არც 1997 წლის ხელშეკრულება შეწყვიტა, რომელიც ზღუდავდა ნატოს მოქმედებებს აღმოსავლეთში. ამავდროულად, პუტინის მთავარი მიზანია უკრაინის სრული ანექსია მინსკის შეთანხმებების განხორციელებით, რომელიც აკმაყოფილებს კიევის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის მთავარ მიზნებს.

 

როდკევიჩი ხაზს უსვამს, რომ მინსკის შეთანხმებებმა შეიძლება უკრაინა გადააქციოს ქვეყნად, რომელშიც კონსტიტუციურად იქნება ისე მოწყობილი, როგორც  მოსკოვზე დამოკიდებული პოლიტიკური ცენტრი.

 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის პარტნიორობის ახალ შეთანხმებას მცირედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასეთი შეთანხმება უკრაინას არ მისცემს მნიშვნელოვან ბერკეტს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც უკრაინის სამხედრო პოტენციალის ყველაზე სუსტი წერტილია. 

 

 

 

თამო თავხელიძე