პოლონეთი მზადაა ნატოს ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე  განათავსოს. და ეს საკითხი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების საგანია. ამის შესახებ Fakt.pl-ს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განუცხადა.

***

“ეს იყო, პოლონეთ-ამერიკის მოლაპარაკებების თემა  გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. ვაღიარებ, როცა ამის შესახებ მკითხეს, გამოვთქვი მზადყოფნა“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აძლიერებს კენიგსბერგის ოლქის (რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქი) მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელორუსიაში გადაიტანა. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ბირთვული იარაღის განთავსებას ბირთვული იარაღის გაცვლის ფარგლებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ ვართ მოკავშირე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ასევე გვაქვს. ვალდებულებები ამ გაგებით, ანუ ჩვენ უბრალოდ ძველი პოლიტიკის რეალიზებას,-განმარტა ანჯეი დუდამ.

 

თამო თავხელიძე