ჯილ ბაიდენი,  აშშ-ის პრეზიდენტების ცოლებს შორის, პირველი იქნება, ვინც სრულ განაკვეთზე იმუშავებს თეთრი სახლის გარეთ,- ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press- ის ამერიკული გამოცემა ავრცელებს.

 

შეერთებული შტატების პირველი ლედი ასწავლის ინგლისურს ჩრდილოეთ ვირჯინიის სათემო კოლეჯში, სადაც ის მსახურობდა 2009 წლიდან ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევამდე.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბაიდენის მეუღლე  თეთრი სახლიდან დისტანციურად ასწავლიდა,  ჯილ ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი რამ არ შეიძლება შეიცვალოს და მას არ შეუძლია დაელოდოს აუდიტორიაში დაბრუნებას.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების პირველი ქალბატონები ადრე არ მუშაობდნენ თეთრი სახლის გარეთ.

 

როგორც წესი, ისინი ასრულებდნენ თეთრი სახლის დიასახლისის როლს, ზრდიდნენ  ბავშვებს და მხარს უჭერდნენ მათ ქმრებს.

 

ამავდროულად, ამერიკის  რამდენიმე პრეზიდენტის მეუღლე მოქმედებდა როგორც სპეციალური ელჩი.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე