ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ  იმ მოქალაქეების ვაქცინაციისთვის, რომლებიც უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, აცრის უცნაური გზა მოიფიქრა. მან თვისი ქვეყნის მოქალაქეებს შესთავაზა აცრა  ძილის დროს,-ინფორმციას ამის შესახებ  CNN იტყობინება. ”ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ სურს (აცრა). ეს არის პრობლემა მათთვის, ვისაც არ სურს ვაქცინაცია. მოდით, მივიდეთ (მათთან) სახლში და  ავუცრათ (ვიდრე მათ სძინავთ“, – თქვა დუტერტემ და აქვე დაამატა, რომ ის პირადად გაუძღვება მათ, ვინც აცრას ჩაუტარებს მძინარე ადამიანებს.

 

დუტერტე ხშირად აკეთებდა წინააღმდეგობრივ განცხადებებს ან ხუმრობდა შეუსაბამოდ, ამიტომ არ შეუიძლებელია ითქვას,  მისი ეს სიტყვები სერიოზულად  უნდა იქნას მიღებული თუ არა . ამავე დროს, ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია არჩევითია და იცრის ის, ვისაც ამის სურვილი აქვს. თითოეული ვაქცინაცია შესაბამისად მოქალაქის მხრიდან მოითხოვს თანხმობას. ფილიპინებში, სადაც მოსახლეობა 110 მილიონ ადამიანს აჭარბებს, კორონავირუსის წინააღმდეგ, 23 მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი . დუტერტეს მიაჩნია, რომ იმუნიზაციის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი. მან ასევე  საკუთარ თავზე აიღო ბრალეულობა ქვეყანაში ვაქცინების ნაკლებობაზე.

 

 

 

 

თამო თავხელიძე