ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა, რომელმაც პუტინზე ფილმი გადაიღო, განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი კიბოთი იყო დაავადებული. ამის შესახებ მან Lex Friedman-ის პოდკასტზე 17 მაისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წერს სააგენტო News.

 

„დარწმუნებით ვერ გიპასუხებთ (რატომ შეუტია პუტინმა უკრაინას). პირველი, ჩვენ არ ვიცით თუ  რა უთხრეს მას, დაზვერვამ მას  სწორი შეფასებები გადასცა თუ არა…. შესაძლოა, ის კარგად არ იყო ინფორმირებული იმ თანამშრომლობის შესახებ, რაც რუსებს შეეძლოთ ეჩვენებინათ  უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ მან არასწორად შეაფასა შედეგები (ომი). და არ დაგავიწყდეთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომ: პუტინს კიბო ჰქონდა და ვფიქრობ, მან გადალახა ეს, მაგრამ ის ასევე იზოლირებული იყო კოვიდობის დროს. … მან შეიძლება დაკარგა კონტაქტი ადამიანებთან. მაგრამ  ეს ჩემი ვარაუდია, ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა რეჟისორმა.

 

 

თამო თავხელიძე