პაციენტები, რომლებსაც პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად  ჭამის დროს სწრაფ დანაყრებას  გრძნობენ.  ამის შესახებ Daily Express-i,  საქველმოქმედო ორგანიზაცია Pancreatic Cancer UK-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტს უჭირს ყლაპვა ჭამის დროს სწრაფი გაჯერების შეგრძნების გამო. შემცივნება, ცხელება და ზოგადი სისუსტე ასევე ამ საშიში დაავადების ნიშანია.

 

ექსპერტები მოუწოდებენ, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ მადის უმიზეზო დაკარგვას, საჭმლის მონელების დროს არსებულ პრობლემებს და გულისრევის ხშირ შეგრძნებას. ამ სიმპტომებიდან ერთი ან მეტის არსებობა შეიძლება სულაც არ მიუთითებდეს კიბოზე, მაგრამ მათი აღმოჩენის შემთხვევაში, ღირს ექიმთან კონსულტაციის გავლა. აღნიშნულია, რომ პანკრეასის კიბოს ყველაზე დაბალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს, რთული დიაგნოზის გამო.

 

ნიშნების უმეტესობის ამოცნობა რთულია, ამიტომ პაციენტები ექიმებს უკვე მოწინავე სტადიაზე მიმართავენ. 2021 წელს ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ კიბოს განვითარება დასტურდება სიმპტომებითაც, რომლებიც შეიძლება შედარებით უწყინარი  ჩანდეს.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე