ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ მისმა ექსპერიმენტულმა COVID-19-ის  აბებმა შეიძლება შეამციროს ჰოსპიტალიზაციის ან ინფექციით სიკვდილის რისკი 89%-ით, -ინფორმაციას ამის
შესახებ წარმოებლის ვებსაიტი აქვეყნებს.

კომპანია ასეთ დასკვნამდე მივიდა Paxlovid-ის პრეპარატზე საკუთარი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. მაგალითად, ცდის 607 მონაწილედან, რომლებმაც მიიღეს აბი აივ-ის საწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად, იყო ექვსი ჰოსპიტალიზაცია და არცერთი სიკვდილი. პლაცებო ჯგუფს ჰქონდა 41 ჰოსპიტალიზაცია, ხოლო  612 ადამიანიდან 10 გარდაიცვალა.

 

„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რაღაც არაჩვეულებრივი გვექნებოდა, მაგრამ იშვიათია წამალი, რომელიც თითქმის 90%-ით ეფექტურია სიკვდილისგან დასაცავად“, – თქვა Pfizer-ის მთავარმა მეცნიერმა მიქაელ დოლსტენმა. კვლევის დასაწყისში მონაწილეებს ხუთი დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ COVID-19-ის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები. გარდა ამისა, ყველა მიჩნეული იყო ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებად. კვლევის მონაწილეები იღებდნენ წამალს ან პლაცებოს პერორალურად ყოველ 12 საათში ხუთი დღის განმავლობაში. კომპანია არ ამხელს გვერდით მოვლენებს, მაგრამ იუწყება, რომ ჯგუფებში პრობლემების სიხშირე დაახლოებით 20% იყო. Pfizer-მა განაცხადა, რომ ის სთხოვს აშშ-ს და საერთაშორისო მარეგულირებლებს, დაამტკიცონ პრეპარატი რაც შეიძლება მალე.

 

 

 

 

თამო თავხელიძე