პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება.

მათი განცხადებით, ღამის გათენებას პარლამენტთან არსებულ კარვებში აპირებენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ცნობისთვის, აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.