გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან მოლაპარაკების აზრს  ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ომი გაჭიანურდება.

„უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალის მიწოდება დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს“, – განაცხადა კანცლერმა. თუმცა, მან არ გამორიცხა მსგავსი მოლაპარაკებები მომავალში და იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიიღონ ივნისის სამიტზე შვეიცარიაში.